ინდივიდუალურად განიხილება ყველა თვითდასაქმებულის დახმარების საკითხი - ეკატერინე ტიკარაძე
Tbilisi Daily
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდივიდუალურად, კომისიური წესით განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ.
მისივე თქმით, ინდივიდუალურად განვიხილავთ განცხადებებს, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებსაც, ვინც თუნდაც ნამცხვარს ან ყვავილს აბარებდა.
„მე არ ვიცი, გუშინ ვისგან მიიღეთ თქვენ ეს პასუხი, ვინაიდან სამთავრობო მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით და ასევე ისეთი დოკუმენტაციის დადასტურებით, რომელიც წარმოადგენს, როგორც საბანკო ანგარიშს, ასევე სხვადასხვა დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როგორც იურიდიული პირიდან, ასევე თვითონ ამ ადამიანიდან, რომელიც აბარებდა თუნდაც ნამცხვარს ან თუნდაც ყვავილს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ კომისიური წესით, ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ განცხადებებს და შევეცდებით, მაქსიმალურად მოცვადი იყოს ის სოციალური პაკეტები, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ. ჩვენ ამ დეტალებსაც განვიხილავთ კომისიური წესით, რათა შევძლოთ, ამ ადამიანებსაც დავეხმაროთ“,- განაცხადა მინისტრმა
#კორონავირუსი
#დახმარება
#ეკატერინეტიკარაძე
#თვითდასაქმებულები
#tbilisidaily