აფეთქება ისრაელში - არი მსხვერპლი
Tbilisi Daily
ისრაელის ქალაქ აშდოდში, ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ haaretz.com იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული პალესტინელი, ხოლო მეორე თურქეთის მოქალაქეა. მაშველებმა ქარხნის შენობის ნანგრევებიდან 2 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში 30 ადამიანი მუშაობდა, მაგრამ რამდენი იმყოფებოდა შენობაში აფეთქების მომენტში, უცნობია.