“ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება!” – ვის მიმართავს ქეთი დოლიძე

Tbilisi Daily

რეჟისორი ქეთი დოლიძე გუშინ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად საბერძნეთში, ქალაქ ათენში შეკრებილმა ასობით ქართველს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს: “ავადმყოფები! არ გეღირსოთ საქართველოში დაბრუნება! არასდროს!“ ქეთი დოლიძის განცხადებას, რას სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ლექტორი, არინა თავაკარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “ერთი ეგზარხოსმა დაწყევლა საქართველო და ახლა ქეთი დოლიძემ ემიგრანტები… შენ ხალხი გადახვეწილი ოჯახების გადასარჩენად და შვილების განათლებისთვის როგორ უნდა დასწყევლო?! როგორ უნდა გაიმეტო საქართველოში არ დაბრუნებისთვის? ვინც არ უნდა მოგწონდეს ან ვერ იტანდე, თუნდაც გეზიზღებოდეს, ეს როგორ უნდა უსურვო? როგორ?! მესირცხვილება... ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ბოდიშს გიხდით”.