გედების ტბა აფხაზეთში
Sokhumi Daily
გედების ტბა ახალ ათონში მდებარეობს. ადგილობრივები და ტურისტები მას ხშირად სტუმრობენ, რათა დატკბნენ თეთრი და შავი გედების ცქერით.
ამავე ლოკაციაზე მდებარეობს ხელოვნური ტბა, რომელიც ტერიტორიას მეტ სილამაზეს მატებს. ამჟამად ტბა კეთილმოწყობილია, გაკეთებულია ტროტუარები, საინტერესო და ლამაზ ფერებშია გაფორმებული მოსასვენებელი ადგილები.
“გედების ტბა” დაარსების თარიღი უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოს, ლოკაციაზე ხშირად იყრიდნენ ფრინველები თავს, შემდეგ, ეს ადგილი მათი მუდმივი საცხოვრებელი გახდა. სწორედ ამ მიზეზით დაერქვა ადგილს “გედების ტბა”
მნახველებს ხშირად მიაქვთ გედებისათვის პური ან სხვა რაიმე, რადგან ხელით გამოკვებონ. გედებს ეს ძალიან მოსწონთ და ახალისებთ.
#სოხუმი
#გედები
#ტბა
#აფონი
#SokhumiDaily