ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერის 25 კონტაქტს შორის 15 არასრულწლოვანია
Tbilisi Daily
ზუგდიდში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცის კლასტერის 25 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს. მათ შორის 15 არასრულწლოვანია.
,,ზუგდიდში ტრაილერის მძღოლის კლასტერის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია. მათი გადაყვანა საკარანტინო ზონაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს Covid 19 დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები გადახორციელა.
ამ პერიოდში ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა. სამივე დადასტურებული შემთხვევა მკურნალობას რუხის
კლინიკაში განაგრძობს, ინფიცირებული მძღოლი კი თბილისში გადაიყვანეს,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ
#news#ზუგდიდი#კორონავირუსი#ტრაილერის მძღოლი# 25 კონტაქტი#არასრულწლოვანი#Tbilisi Daily#newsdaily