ზუგდიდში კოვიდდადასტურებულთა რაოდენობა გაიზარდა
Zugdidi Daily
26 სექტებერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, გატესტილი 477 ნიმუშიდან, 13 პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, 3 ზუგდიდის მკვიდრია, 1 - ფოთში მცხოვრები, 3 - გურია და იმერეთი, ხოლო 6 ინფიცირებული გალის რაიონის მკვიდრია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.
" სამი ინფიცირებული ზუგდიდის მაცხოვრებელია და ე. წ. ოქროს ბირჟის კლასტერს მიეკუთვნება. 1 არის ფოთში მცხოვრები და ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულის მეუღლე. 3 ინფიცირებული გურია - იმერეთი, ხოლო 6 ოკუპირებული აფხაზეთდან და ისინი ე.წ. საბერიოს კლასტერს უკავშირდება. 69 პაციენტი მოთავსებულია რუხის კლინიკაში და გადიან მკურნალობას. მათგან 4-ის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე. ასევე, ფოთის კლინიკაში მკურნალობს 39 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი, 1 სენაკი, 2 ოკუპირებული აფხაზეთიდან", - განმარტა მალხაზ თორიამ.
ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 72 - ს შეადგენს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
წყარო: https://www.radioatinati.ge/
#კორონავირუსი
#zugdididaily