კონტრაბანდა აფხაზეთიდან - რუსეთში

Sokhumi Daily

სოჭის საბაჟოს პრეს - სამსახურის ცნობით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის დროს ადლერის საბაჟო პუნქტში დააკავეს Mercedes-Benz - ის მარკის ავტომანქანა, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში კონტრაბანდით თამბაქოს ნაწარმი გადაქონდა. "უკანა სამგზავრო სავარძლების გახსნის შემდეგ ნაპოვნი იქნა ბენზინის ავზის ორი ლუქი, რომელიც განკუთვნილი იყო გაზის ტუმბოს დასაყენებლად, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. გაზის ავზის ორ ღრუში იმალებოდა თამბაქოს ნაწარმი "HT Superslims" და "NZ GOLDCOMPACT" აფხაზური აქციზური მარკებით." - წერია განცხადებაში. იმ ადგილას, რომელიც ბარგისა და სამგზავრო ნაწილს ჰყოფს, დამალული იყო კიდევ 24 კოლოფი HTSuperslims სიგარეტი. საერთო ჯამში, მათ ამოიღეს 864 კოლოფი სიგარეტი - 17280 ცალი. მერსედესის მძღოლმა, რომელიც სოჭის მკვიდრია, განმარტა, რომ მან საქონელი კომერციული მიზნებისთვის შეიძინა, რათა სოჭში გაეყიდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: სოჭის საბაჟოს პრეს - სამსახური #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა