რატომ გაათავისუფლეს გორის პოლიციის უფროსი სამსახურიდან?
Gori Daily
გორის პოლიციის უფროსი იოსებ მურადაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მისი თანამდებობიდან მოხსნა, გავრცელებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, რომლის შედეგადაც 80 წლის ქვეითი ქალი გარდაიცვალა.
არსებობს ვარაუდი, რომ ტყვიავის პოლიციის ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილემ აღნიშნული საქმის გამოძიების ნაცვლად საქმე ჩაფარცხეს და ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია, პოლიციის მაღალჩინოსნებმა, სავარაუდოდ, ქრთამის აღების გამო არ გამოიძიეს.
მურადაშვილი მისმა მოადგილე ლექსო სუხიშვილმა შეცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#პოლიცია
#ქრთამი
#goridaily
წყარო - formulanews
#ახალიამბები