ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 ახალი პაციენტი მარნეულის კლასტერიდანაა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142142 ბოჭორიშვილის კლინიკაში 47 პაციენტი იმყოფება, აქედან 22-ს კორონავირუსი აქვს, აქედან ორი ახალია და ისინი მარნეულიდან არიან გადმოყვანილნი. „არიან მოზრდილები, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. ისინი უკვე გაეწერნენ. გვყავს სამი საყურადღებო პაციენტი, 8 ემზადება კვლევაში ჩასართავად“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაკა სოლოღაშვილმა. საქართველოში კორონავირუსი 425 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.