მსოფლიოს სახელმწიფოებში რასიზმის წინააღმდეგ მიმართული აქციები იმართება

Headline

რასიზმის წინააღმდეგ მიმართული აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კვირის ბოლოს ერთდროულად გაიმართა. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ადგილობრივებმა 9 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს. სოციალური დისტანცირების შესანარჩუნებლად კი ხელების მაგივრად, ფერადი ლენტები გამოიყენეს. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომიტინგეებმა, 2016 წელს გარდაცვლილი მალელი ადამა ტრაორეს დაღუპვაში მონაწილე დამნაშავეთა დასჯა მოითხოვეს, რომელიც პოლიციელების ქმედებებით იყო გამოწვეული. თავდაპირველად აქცია მშვიდობიან რეჟიმში დაიწყო, მაგრამ კონკრეტული ხალხის ჯგუფმა, მოგვიანებით ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ ქვებისა და ბოთლების სროლა დაიწყო. საპასუხოდ პოლიციამ ცრემსადენი გაზი გამოიყენა და 21 ადამიანი დააკავა. აქციები სხვა ფრანგულ ქალაქებში მიმდინარეობდა. ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მას შემდეგ რაც საპროტესტო ტალღა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეტაკებებში გადაიზარდა. მსოფლიოში მიმდინარე პროტესტი სოციალური უთანასწორობისა და რასიზმის წინააღმდეგ, მაისში, შეერთებულ შტატებში, მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. news world countries mass protest against racism headline