ვისზე დადო ფსონი აჭარაში "ევროპულმა საქართველომ"?

Tbilisi Daily

"ევროპულმა საქართველომ" საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიამ 22 სამაჟორიტარო ოლქიდან კანდიდატები ჯერ მხოლოდ 14-ში დაასახელა. პარტიამ საქართველოს პარლამენტში აჭარიდან ჯერ მხოლოდ ერთ ოლქში წარადგინა კანდიდატი. ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის მაჟორიტარობისთვის ტარიელ ნაკაიძე იბრძოლებს. იგი პოლიტიკაში ახალი სახეა. ნაკაიძე „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდომარეა. მას ''ქართული ოცნებიდან'' კონკურენციას ანზორ ბოლქვაძე გაუწევს. წელს, ასევე, იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ბათუმის ოლქში - ვახტანგ კალოიანი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულოს ოლქში კი - თემურ კახიძე იბრძოლებენ. ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე პარტია “ქართული ოცნებიდან" პირველ ივლისს გარიცხეს. იმავე დღეს კახიძე "ევროპული საქართველოს" რიგებს შეუერთდა. რაც შეეხება ვახტანგ კალოიანს, ის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და მოქმედი ექიმია. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით საქართველოს პარლამენტში 6 მაჟორიტარი დეპუტატის ნაცვლად, აჭარას 3 დეპუტატი ეყოლება. #პოლიტიკა #ახალიამბები