რურუას დნმ-ის აღებაში მონაწილე პოლიციელები გამოკითხეს — პროცესი 25 ივნისს გაგრძელდება
On.ge
მთავარი არხის თანამფლობელის, ბრალდებულ გიორგი რურუას პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები, კერძოდ, ის პოლიციელები გამოკითხეს, რომლებიც რურუას საკნიდან დნმ ნიმუშის ამოღებაში მონაწილეობდნენ.
https://on.ge/story/58641-რურუას-დნმ-ის-აღებაში-მონაწილე-პოლიციელები-გამოკითხეს-პროცესი-25-ივნისს-გაგრძელდება
მოწმეები აცხადებენ, რომ რურუას დნმ-სთვის ოქმის შედგენა მოხდა საკანს გარეთ, იმავე შენობის სხვა ოთახში. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა ისიც, რომ იცნობს საპროცესო კოდექსს და იცის, რომ კანონით იმის თანდასწრებით უნდა შეედგინათ ოქმი, ვისგანაც დნმ ამოიღეს.
#News
#Politics