ზუგდიდში გამოკვლეულ 94 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 94 ბიოლოგიური ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19 -ზე გამოიკვლიეს 94 პირი, აქედან, 29 იყო ტრაილერის მძღოლის კონტაქტი იყო, კარანტინიდან 11, პაციენტი 19, სამედიცინო პერსონალი კი 36. ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. გუშინ მძღოლის კლასტერიდან გამოკვლეულ 8 პირსაც არ დაუდასტურდა ვირუსი. 15 მაისს ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა. 16 მაისს, კორონავირუსი დაუდასტურდა მის დედას და 2 შვილს. 17 მაისს მძღოლის კლასტერიდან კიდევ 3 პირს დაუდასტურდა ვირუსი.