გოგი წულაიამ ქუთაისის ბიუჯეტი დაწვა და მერიას ცერცვი შეაყარა
Kutaisi Daily
ქუთაისში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ დაწვეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ამ ფორმით მთავარი ფინანსური დოკუმენტი გააპროტესტა.
მისი თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება. მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები, თუმცა არ შემცირებულა მერიაში, ააიპებსა და სიპებში დასაქმებულთა ხელფასი და ის 24 მილიონს შეადგენს.
გოგი წულაიას თქმით, მან ბიუჯეტი გასულ წელსაც დაწვა, თუმცა მერიამ შენიშვნები არ გაითვალისწინა, ამიტომ მერიას სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები #სიახლეები #ქუთაისი #გოგიწულაია #kutaisidaily
topnews.