ქუთაისში კორონავირუსზე 102 წლის ქალი მკურნალობს
Kutaisipost
ქუთაისის ახალ ინფექციურ
საავადმყოფოში კორონავირუსზე 102 წლის ქალი მკურნალობს.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის
ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
24 საათის განმავლობაში, საქართველოში
კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2537
პირი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კოვიდ 19-ის
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817 - ს
შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 31170 -მდე
გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი. ვირუსის
გამოვლენიდან დღემდე კოვიდინფექციით 381 ადამიანია
გარდაცვლილი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე,
სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში
მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ
გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
http://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/18917-quthaisshi-koronavirusze-102-tslis-qali-mkurnalobs