4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის უკიდურესად მძიმე - რატიანი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140693 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთის უკიდურესად მძიმე - ამის შესახებ განცხადება, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს, უკიდურესად მძიმეა. "შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. კლინიკურად სახეზეა კოვიდ-ინფიცირების შემთხვევა, ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში არის გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია. ჩაუტარდა წინასწარი კვლევები და მკურნალობას აგრძელებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - თქვა რატიანმა.