კორონავირუსის 9 784 ახალი შემთხვევა საფრანგეთში

Tbilisi Daily

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 9 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის 404 888 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 31 045 პაციენტი გარდაიცვალა, 90 335 კი განიკურნა.