ქობულეთში ცოფის გავრცელების გამო სოფლები კარანტინშია

Tbilisi Daily

ქობულეთის 4 სოფელი ცოფის დადასტურების გამო კარანტინშია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 60-დღიანი კარანტინი ჯიხანჯურში, ცეცხლაურში, ლეღვას სამხრეთ და ქაქუთის აღმოსავლეთი ნაწილში გამოცხადდა. გამოცემის ცნობით, სოფელ ჯიხანჯურში ცოფით ინფიცირებულმა ტურამ 3 შინაური ცხოველი დაკბინა. კარანტინის პირობებში მოსახლეობას შინაური ცხოველების გაშვება ეკრძალება. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ გამოცემას უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში, ჯიხანჯურში გამოვლინდა, თუმცა კარანტინი მიმდებარე სოფლებშიც გამოცხადდა, პირველი შემთხვევა კი 22 დეკემბერს დადასტურდა. მისივე განცხადებით, ამავე სოფლებში ვაქცინაცია ყველა შინაურ ცხოველს ჩაუტარდა. გავრცელებული ცნობით, ცოფის პირველი შემთხვევა ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა, შემდეგ 27 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები