ელენე ახვლედიანის შვილიშვილი ოჯახთან ერთად ქუჩაში დარჩა
Tbilisi Daily
ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის შვილიშვილი და მისი ოჯახი, ისევ ქუჩაში აღმოჩნდა.იკა ახვლედიანმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: “კიდევ გადაბარგდება, კიდევ. სახლის ძიება კიდე, კიდე, კაროჩე რა, მერე რაო არაა ,,,,,,ხოდა ,,,,,,,,,,,, , ,,,”
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “აიპრესმა” დაწერა, რომ ცნობილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავალი, მხატვარი და მოქანდაკე ერეკლე(იკა) ახვლედიანი მეუღლესთან და 4 წლის, 8 წლის და 10 წლის შვილთან ერთად შესაძლოა რამდენიმე დღეში ქუჩაში აღმოჩნდეს.
მიუხედავ იმისა, რომ ელენე ახვლედიანის გარდაცვალების შემდეგ, (1975წელს) მისმა ძმამ გიორგი ახვლედიანმა და დიმიტრი ახვლედიანმა (ერეკლეს მამა) თბილისში, ქიაჩელის ქუჩა №12-ში ელენე ახვლედიანის კუთვნილი სახლი, ელენე ახვლედიანის ნამუშევრებით, ასევე უნიკალური კოლექციით, სხვა მხატვრების 3 600 ნამუშევრით, მათ შორის პაბლო პიკასოსი, სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს ელენე ახვლედინის სახლ-მუზეუმად სახელმწიფოს,რაც საკმაოდ ძვირადღორებული ქონებაა და თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ვერც სახელმწიფომ და ვერცერთმა ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა ამ დრომდე არ ისურვა დახმარებოდა ელენე ახვლედიანის შვილიშვილს, რომელსაც მევახშის გამო ბანკმა ბინა გაუყიდა და წლებია სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ფაქტობრივად “ქუჩა- ქუჩა” დადის და დღეს სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელია.