საერთაშორისო კლასის ოსტატი მაგიდის ჩოგბურთში სარქის სარხაიანი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მძიმე ავადმყოფობის შედეგად მოსკოვში ბათუმელი სპორტსმენი საერთაშორისო კლასის ოსტატი მაგიდის ჩოგბურთში სარქის სარხაიანი გარდაიცვალა. ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი გუნდურ და შერეულ ასპარეზობაში, ევროპის ჩემპიონატების 5 გზის ვერცხლის და 2 გზის ბრინჯაოს პრიზიორი.
საბჭოთა კავშირის 23 გზის ჩემპიონი ერთეულებში, კაცთა და შერეულ წყვილებში, მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების 4 გზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის 1971 წლის საუკეთესო ჩოგბურთელი.
1996 წელს იყო იტალიის მაგიდის ჩოგბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
სარქის სარხაიანისაუკუნის 10 საუკეთესო სპორტსმენთა სიაშია.