რა შეზღუდვები იმოქმედებს ბათუმში?
Batumi Daily
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში შეზღუდვები დაწესდება. რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის ბათუმში მუშაობას შეწყვეტს მუნიციპალური ტრანსპორტი. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან აკრძალულია მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსითა და სამარშრუტო ტაქსით.
შეზუდვები არ შეეხება მსუბუქ ავტომანქანებსა და ტაქსებს. გადაწყვეტილება ძალაში შაბათს შევა. ასევე, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით, 21 საათიდან 05:00 საათამდე. ასევე შეიზღუდება საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის - 6 იანვრის ღამე.
მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებისა და მობილობის შემცირების გამო მიიღეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში