საქართველოში კორონავირუსი ქალებსა და კაცებს შორის თითქმის თანაბარი რაოდენობითაა დადასტურებული
Pirveliradio Ge
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მაქსიმალური ასაკი 95 წელი, ხოლო მინიმალური - 1 თვეა. ტესტირებით დადასტურებულ შემთხვევათა შორის 51% იყო კაცი და 49% კი ქალი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშნული.
ყველაზე ხშირად ვლინდება ცხელება (50.3%, 95% CI 47.58% - 53.02%), ზოგადი სისუსტე (30.4%, 95% CI 27.94% - 32.95%), ხველა (20.9%, 95% CI 18.74% - 23.19%), ყელის სიმშრალე/ტკივილი (16%, 95% CI 14.07% - 18.08%) და თავის ტკივილი (14.1%, 95% CI 12.27% - 16.09%). PCR ტესტირებით დიაგნოსტირების დღეს 36.2% (95% CI 31.90% - 40.67%).
ასიმპტომურ ინფიცირებულთაგან 15.6% იყო საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი, რომელთა ინფიცირების გამოვლენა მოხდა საზღვარზე, სავალდებულო ტესტირების დროს.
30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ქვეყანაში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა არის 648 736, მათ შორის 642 541 - პირველადია.