თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 391 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 245 კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში თურქეთში გამოვლენილია კორონავირუსის 318 663 შემთხვევა. გარდაიცვალა 8 195 პაციენტი. ამჟამად ქვეყანაში მკურნალობას განაგრძობს 30 719 ინფიცირებული, მათგან 1 516 კრიტიკულ მდგომარეობაშია.