კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევიდან 670 თბილისიდანაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორნავირუსის 1 612 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 670 კვლავ თბილისზე მოდის. შედარებით ნაკლები მაჩვენებლებია რეგიონებში. რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: აჭარა - 118, იმერეთი - 257, ქვემო ქართლი - 106, შიდა ქართლი - 107, გურია - 29,  სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 56, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 235 491 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 419-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 223 695. ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 694-მდე გაიზარდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31037195.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები