გორის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტიდან გაგზავნილი ნიმუშებიდან, ერთი დადეფითი პასუხი ჩამოვიდა. აღნიშნული შემთხვევა, გორის სამხედრო ჰოსპიტალის მედდის კონტაქტებიდანაა.
ამასთან, ლუგარის ლაბორატორიაში 23 ნიმუში იყო გაგზავნილი და აქედან მხოლოდ ნაწილის პასუხებია ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის მედდის კონტაქტებიდან, ეს უკვე მეექვსე დაინფიცირების შემთხვევაა. ამჟამად შიდა ქართლში დაინფიცირების ცხრა ფაქტი ფიქსირდება.
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#კორონავირუსი