ორშაბათიდან რესტორნები და კაფეები იხსნება
Tbilisi Daily
პირველი ივნისიდან ღია სივრცის რესტორნები მუშაობის აღდგენას შეძლებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, მათ შორის გაისნება დახურული სივრცეც, თუმცა აუცილებელი იქნება ყველა რეკომენდაციის დაცვა.
დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ 19-ის პრევენციისთვის რამდენიმე რეგულაცია შეიმუშავა.
დოკუმენტი სექტორის წარმომადგენლებისთვის უკვე გადაგზავნილია.
ობიექტებს მოუწევთ მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
• მაგიდებს შორის უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
• ერთ მაგიდასთან განთავებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
• სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
• 1 მაგიდებთან არა უმეტეს 6 მომხმარებლისა; გამონაკლისის სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
• იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
• დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის შესაძლებელია ხელოვნული ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
• სტუმრებს უნდა შესთავაზონ ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
• სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.
#news #რესტორნები #კაფეები #TbilisiDaily