ერთი მოწამლული და გაზის გარეშე დარჩენილი 3500 აბონენტი
Tbilisi Daily
ბათუმში, მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე გაზგაყვანილობის მილის დაზიანების შედეგად ერთი მოქალაქე მოიწამლა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ‘გადაიყვანა. პაციენტი ამ დროისთვის კლინიკიდან გაწერილია. თვითმხილველების თქმით, წნევა ძლიერი იყო, ხოლო გაზის მძაფრი სუნი ერთი საათის მანძილზე იგრძნობოდა. სოკარ ჯორჯია გაზში თქვეს, რომ მშენებარე კორპუსის საძირკველის მოსამზადებელი სამუშაოების დროს 200 მილიმეტრიანი მიწისქვეშა გაზსადენი, სავარაუდოდ ექსკავატორმა დააზიანა. ამ დროისთვის გაზი ანგისის დასახლების 3500 აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.