დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები გაუქმდა

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის მეორე დებატები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დებატების ორგანიზატორმა - საპრეზიდენტო დებატების კომისიამ მიიღო. დებატები 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ტრამპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გადაწყდა, რომ დებატები ვირტუალურ რეჟიმში გაიმართებოდა, თუმცა Fox-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა ასეთ ფორმატში მონაწილეობაზე უარი თქვა. ახლა საპრეზიდენტო დებატების კომისია დაიწყებს მომზადებას ფინალური დებატებისთვის, რომლებიც ნეშვილში 22 ოქტომბერსაა დანიშნული. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.