აშშ „ვაგნერს“ ადანაშაულებს ლიბიაში გაეროს ემბარგოს დარღვევასა და ტერიტორიების დანაღმვაში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკულმა სარდლობამ კრემლთან დაახლოებული კერძო სამხედრო კომპანია, „ვაგნერი“, დაადანაშაულა იარაღის მიწოდების თაობაზე გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოს დარღვევისა და უდანაშაულოს ლიბიელების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაგდებისათვის, რასაც ტრიპოლსა და მისი შემოგარენის დანაღმვა იწვევს.  აშშ-ის აფრიკული სარდლობის (AFRICOM) 15 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოიპოვეს ტრიპოლის გარშემო უწესრიგოდ დამონტაჟებული ე.წ. ხაფანგი ნაღმებისა და დანაღმული ველების „ამსახველი ფოტომასალა“, რომელიც მოწმობს, რომ დანაღმული ტერიტორია ტრიპოლიდან საპორტო ქალაქ პორტ სირტემდეა გადაჭიმული. „რუსეთის მიერ დაფინანსებული „ვაგნერის“ ჯგუფი სრულად უგულებელყოფს ლიბიელთა უსაფრთხოებას,“- განაცხადა აშშ-ის აფრიული სარდლობის (AFRICOM)ოპერატიული განყოფილების მეთაურმა, გენერალმა ბრედფორდ გერინგმა. კრემლი დღემდე ჯიუტად უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას ლიბიის 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში. მაისის ბოლოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკული სარდლობამ თავის საიტზე გამოაქვეყნა ფოტო მასალა, რომლის თანახმად სირიიდან ლიბიაში გადაისროლეს სულ ცოტა 14 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ხალიფა ჰაფთარის არმიისა და მის მხარეზე მებრძოლი რუსეთის კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერის“ ერთობლივი სახმელეთო ოპერაციის მხარდასაჭერად.       https://www.radiotavisupleba.ge/a/30728569.html #ახალი_ამბები #twitter