როგორც ქალაქის მერმა, მორწმუნე ადამიანმა, მინდა, მოვუწოდო ყველას, ილოცონ სახლში-კალაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141737 როგორც ქალაქის მერმა, მორწმუნე ადამიანმა, მინდა, მოვუწოდო ყველას, ილოცონ სახლში, თავი შეიკავონ ტაძრებში მისვლისგან - ამის შესახებ განცხადება, თბილისი მერმა კახა კალაძემ, იმედის ეთერში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ ჩვენს სარწმუნოებას, არავითარ შემთხვევაში. “მე, როგორც ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ, როგორც ქალაქის მერმა, მორწმუნე ადამიანმა, მინდა, მოვუწოდო ყველა მართლმადიდებელს, რომ ილოცონ სახლში, თავი შეიკავონ ტაძრებში მისვლისგან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ ჩვენს სარწმუნოებას, არავითარ შემთხვევაში. ზოგადად, ქრისტეს ქადაგება აგებული იყო სიყვარულზე, თუ ერთი სიტყვით აღვწერთ ამას, შეიძლება, ჰუმანურობა დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენ, მისი მიმდევრები, მისი სწავლების გამზიარებლების მსოფლმხედველობა, ყოველდღიური საქმიანობა დამყარებულია მოყვასის, ადამიანისადმი, სამყაროსადმი და სიცოცხლის სიყვარულზე. არც ერთი პატარა ნაწილაკი აგრესიის, გაუცხოების და განსხვავებული ადამიანებისადმი სიძულვილი არ არსებობს იესოს მოძღვრებაში, ამიტომ, ჩვენ ყველა, საკუთარი სარწმუნოების წინაშე, იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ვცხოვრობთ, საკუთარი მიწა-წყლის წინაშე, რომელსაც სამშობლოს ვეძახით, ვალდებულები ვართ, გავითვალისწინოთ ელემენტარული რამ - დავრჩეთ სახლში. ეს არის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ერთმანეთის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე,” - აცხადებს