ჩინეთი 2021 წლისთვის ვაქცინის 1 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს
Tbilisi Daily
ჩინეთის სახელმწიფო ბიოტექნოლოგიის ჯგუფის (CNBG) მიერ შემუშავებული ვაქცინა, რომელსაც ფარმაცევტული კორპორაცია Sinopharm ფლობს, 2021 წელს ვაქცინის 1 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავს.
"პეკინსა და ვუჰანში მდებარე ჩვენი ორი ქარხნის წლიური წარმოების მოცულობა ამჟამად 300 მილიონ დოზას შეადგენს. ამ წლის ბოლოსთვის გაფართოებას ვგეგმავთ, რის შემდეგაც 2021 წელს ვაქცინის 1 მილიარდი დოზის წარმოებას შევძლებთ", - განაცხადა CNBG-ისს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იანგ სიაომინგმა.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიის მიერ შემუშავებული ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზეა. კლინუკური კვლევები 10 ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას 60 ათასი მოხალისე იღებს.
იანგ სიაომინგის განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინამ კლინიკურ კვლევებზე 86%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.