12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინას შეუძენენ
Tbilisi Daily
159 ათას 104 ლარი 12 ოჯახისთვის ბინის შესაძენად. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები ახალი საცხოვრებელი ფართის ყიდვას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით შეძლებენ.
თითოეულ ოჯახზე 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. მოქალაქეებს უფლება აქვთ საცხოვრებელი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეარჩიონ. შერჩეულ ბინასა თუ სახლს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამოწმებენ, შემდეგ უკვე იუსტიციის სახლში ხდება ქონების რეგისტრაცია. თანხას კი სამინისტრო არა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს, არამედ გამყიდველს ურიცხავს.
მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სამმა ოჯახმა შეიძინა, გასულ წელს კი 117-მა ოჯახმა.