,,შემაკავებელი ღონისძიებები, რაც აქამდე ჩატარდა არ გამოდგა ეფექტური" - ნიჟარაძე

Batumi Daily

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში შემთხვევების მატებას სტაბილური ხასიათი აქვს და ის პრევენციული და შემაკავებელი ღონისძიებები, რაც აქამდე ჩატარდა არ გამოდგა ეფექტური. მისი თქმით, აჭარაში არ იგრძნობა მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რამაც მოიტანა წერტილოვანი, მოკლევადიანი შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობა. ნიჟარაძე განმარტავს, რომ შეზღუდვების შემოღება არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იმისა, რომ არსებულ ეპიდვითარებას არ ჰქონდეს ეკონომიური თვალსაზრისით მოსახლეობისათვის და ბიზნესისთვის დამაზიანებელი ხასიათი. "ამავდროულად ამას აქვს ეპიდემიოლოგიურად ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ გაწყვიტოს ჯაჭვი და შეაჩეროს ვირუსის გავრცელება. ვადები იქნება დამოკიდებული პროცესის მიმდინარეობაზე, მაგრამ არ იქნება გრძელვადიანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვან შედეგს მოგვიტანს." მინისტრის თქმით, მოსახლეობამ მკაცრად უნდა დაიცვას რეგულაციები და გადაუდებელი შემთხვევების გარდა დარჩეს სახლში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #ახალიამბებიაჭარაში #batumi #ბათუმი