წყალდიდობა ხუნევში - ექსკლუზიური კადრები

Tbilisi Daily

სოფელ ხუნევში, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ძირულამ ადგილობრივი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწა, დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიტბოტა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, სოფლის შიდა გზა ჩაკეტილი იყო. მერისვე ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩინურმა კომპანიამ შეასრულა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მაგისტრალს აშენებს. თოფურიძის თქმით, დაზარალებულ ოჯახს ფინანსურ კომპენსაციას სწორედ ეს კომპანია გადაუხდის. ძლიერმა წვიმამ ხარაგაულში სოფელი ვერტყვიჭალაც დააზარალა. Kharagauli #სტიქია #ხუნევი #dailynews #tbilisidaily