კორონავირუსის დასაბლოკი ანტისხეული
Tbilisi Daily
ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის დასაბლოკი ანტისხეული აღმოაჩინეს. ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანიის, Sorrento Therapeutics-ის მეცნიერების განცხადებით, მათ ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელსაც კორონავირუსის დაბლოკვა შეუძლია. კომპანიის დამფუძნებლის, ჰენრი ჯის თქმით, STI-1499 ტიპის ანტისხეული ადამიანის უჯრედებს ვირუსისგან 100%-ით იცავს და ის ორგანიზმიდან 4 დღეში გამოჰყავს. აშშ-ში დღეისათვის კოვიდინფიცირების 1,5 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 89 130 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 328 314 პაციენტი. #newsკორონავირუსი# ამერიკა#მეცნიერები#დასაბლოკი# ანტისხეული #Tbilisi Daily#Dailynews