ვის მხარდამჭერ წერილს აგზავნის გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი

Tbilisi Daily

გერმამანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაკავებული ექიმების საქმეზე მხარდაჭერის წერილს აქვეყნებს:   „პატივცემულ პროფესორს კონსტანტინე ყიფიანს, და ძვირფას გოგა ყიფიანს, მინდა გამოვხატო ჩემი თქვენდამი მხარდაჭერა და თანადგომა ამ მძიმე წუთებში. ჩემთვის ცნობილი გახდა ვახტანგ ყიფიანის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის შესახებ, რაც ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. გერმანიაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს მიერ ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში დატოვება ხორციელდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საქმის მასალების გაყალბების, დანაშაულის განმეორებით ჩადენის ან ქვეყნიდან მიმალვის საფრთხე. ვახტანგის შემთხვეაში კი, არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტორი არ წარმოადგენს საშიშროებას. მე ვიმედოვნებ, რომ ქართული მართლმსაჯულება, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადაში მიიღებს ვახტანგის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, იმ მოცემულობაში, რომ მისი ბრალეულობა არ არის დადასტურებული. გარდა ამისა, გისურვებთ სასამართლოს მიერ ძალიან მალე იყოს მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება, რადგან მიმდინარე პროცესები საფრთხის შემცველია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის. სიამოვნებით ვიხსენებ, 2018 წლის 21 აპრილს, როდესაც მონაწილეობას ვიღებდი ჯანდაცვის კონფერენციაში, სადაც შევხდი ჯანდაცვის იმჟამინდელ მინისტრს დავით სერგეენკოს. ასევე, კარგ მოგონებად დამრჩა ჩემი სტუმრობა თქვენს სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ყოველთვის მიჩენს სურვილს მხარი დავუჭირო თქვენს დაწესებულებასა და თანამშრომლებს. ყოველთვის გქონდეთ ჩემი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი!   გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს! პატივისცემით, ფრანც იოზეფ იუნგი თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (2005-2009 წწ.) #ახალიამბები