მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს
Tbilisi Daily
28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პირველად ეს დღე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს აღინიშნა. ჰეპატიტთან ბრძოლის დღის აღნიშვნის ინიციატივა კი ამ დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო ალიანსს (World Hepatitis Alliance, WHA) ეკუთვნის. ალიანსის წევრია 290 ორგანიზაცია და მსოფლიოს 90 ქვეყანა.
В ჰეპატიტი 28 ივლისს დაბადებულმა ნობელის ლაურეატმა, პროფესორმა სამუელ ბლუმბერგმა აღმოაჩინა და ამ დაავადებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეც, მის საპატივცემულოდ აღინიშნება.
მსოფლიოში ჰეპატიტის A, B, C, D და E ვირუსია გავრცელებული.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ჰეპატიტით 325 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ამ ვირუსით ყოველწლიურად 1,4 მილიონი ადამიანი იღუპება. ამ მაჩვენებლით, ეს დაავადება ტუბერკულოზის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
#ჯანსაღიცხოვრება
#ახალიამბები