ჟურნალისტებს გაფართოებული ტესტირება მომდევნო ეტაპებზე შეეხებათ - გამყრელიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142548 თქვენ არ ხართ მაღალი რისკის, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც გათვალისწინებული იქნებიან, მაგრამ უფრო მომდევნო ეტაპებზე - ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. „რაც შეეხება ჟურნალისტებს, ეს საინტერესოა, მაგრამ რაღაც ეტაპზე. თქვენ არ ხართ მაღალი რისკის, როგორც ვარ მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ ყველა პირობას ვიცავ და ჯერ ეს ინფექცია არ მაქვს. ჟურნალისტებს ნაკლები რისკი გაქვთ, ვიდრე აქვთ ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო პერსონალს. თუ რომელიმე თქვენთგანს რაღაც სიმპტომები გაუჩნდება, ანუ, ნახეთ, რომ გაქვთ მცირე ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ძლიერი სურდო, სუნთქვის გაძნელება, არ აგერიოთ ეს, რადგან ახლა ალერგიის სეზონი იწყება, სურდო უსიცხოდ მიდის. აუციელებელია, მიმართოთ ცხელების კლინიკას ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს, დარეკოთ 112-ზე, თუ საჭირო იქნება ტესტირებას ჩაგიტარებენ, თქვენი მდგომარეობის შემდგომი მართვა იქნება პროტოკოლის მიხედვით. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც გათვალისწინებული იქნებიან, მაგრამ უფრო მომდევნო ეტაპებზე“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.