კარლ ჰარცელი: პანდემიის პერიოდში, ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა
Tbilisi Daily
პანდემიის პერიოდში, ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოში მოქმედ უფრო მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს ექნება წვდომა ფინანსებზე, რაც მათ ამ რთული პერიოდის გადალახვის შესაძლებლობას მისცემს, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ევროკავშირის ბანკისა და პროკრედიტის მიერ 10 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზის შექმნის ინიციატივას, რათა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე ბიზნესებს პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ.
„ევროკავშირმა საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად დახმარების უპრეცედენტო პაკეტის, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა წარმოადგენს. ევროკავშირის ბანკის მიერ გამოყოფილი რესურსი ამ კომპონენტს აძლიერებს და ადგილობრივი ბანკების საშუალებით მეტი დახმარების გაწევის შესაძლებლობას იძლევა“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.