საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონში ბორდერიზაცია განაახლა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარეობს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
"უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - აცხადებენ სუს-ში.
გუშინ ღამით, ერთი პირი უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რის შედეგადაც აღნიშნული პირი გაათავისუფლეს.
შარშან, 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს და სოფლის მცხოვრებლებმა გუგუტიშვილებმა და რაზმაძეებმა მიწის ნაკვეთები დაკარგეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30769173.html
#ახალი_ამბები
#twitter