„მე დავამარცხე კორონა და ხვალ მივდივარ ჩემს ოჯახში გამოჯანმრთელებული...“

Gori Daily

60 წელს გადაცილებული პაციენტი, რომელსაც მკურნალობა ,,გორმედის" ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კოვიდკორპუსში უტარდებოდა, გამოჯანმრთელდა. ქალბატონი, რომელსაც რთული მდგომარეობა ჰქონდა და კოვიდ-19 დაამარცხა, კლინიკის დატოვებამდე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს. ,,ხალხო, ჩემო ქართველებო, რა დაგემართა რატომ ლანძღავთ ჩვენს ექიმებს, სად დაიკარგა ჩვენი ლაპარაკის მანერა, ვფიქრობთ ერთს და ვიძახით მეორეს. ამ ტექსტს ვწერ  61 წლის ქალბატონი. მე დავამარცხე კორონა და ხვალ მივდივარ ჩემს ოჯახში გამოჯანმრთელებული, როგორ შემიძლია მე არ გამოვაქვეყნო ყველაფერი, რაც აქ მე პირადად ვნახე - გორში ,,გორმედის" საავადმყოფოში, იცოდეთ, ბოლოჟამია და ნუ ვიქნებით უმადურები, თორემ სასტიკია უფლის სამსჯავრო და იქ მოგვეკითხება, თუმცა უფალი მოწყალეა და მაინც გვაპატიებს. ორივე ფილტვის ანთებით შემოვედი ინფექციურ განყოფილებაში უიმედო და შეშინებული, მაგრამ ჩემი შიში უსაფუძვლო გახდა, მთელი მედპერსონალი ფეხზე დადგა, რაც საჭირო იყო გამიკეთდა ყველაფერი. ჩემი ყურადღება მიიქცია ჯერ სისუფთავემ, მერე მათმა ჩაცმულობამ, მათმა უანგარო მომსახურებამ. ვეღარ ვსუნთქავდი, უცებ დამისტაბილურდა მდგომარეობა, დაისვა სწორი დიაგნოზი და მკურნალობაც შესაბამისი ჩამიტარდა. თბილისიდან ცხელების ხაზი ყოველდღე მიკავშირდებოდა და კითხულობდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ამბავს. ისინიც ორი კვირა კარანტინში იმყოფებოდნენ, საბედნიეროდ, მათ არაფერი დაშავებიათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,გორმედის" კლინიკის მთელ მედპერსონალს მთავარი ექიმიდან დაწყებული მედდებით, სანიტრებითა და დაცვის თანამშრომლებით დამთავრებული, დიდხანს იცოცხლოს თქვენმა გულმა და იმუშაოს თქვენმა მარჯვენა, აფერუმ თქვენ ასეთი დიდი ყურადღებისათვის და ასეთი პროფესიონალიზმისათვის. მე მგონი, არავის არ ეწყინება, განსაკუთრებით მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ჩემს მკურნალ ექიმს, ინფექციონისტ მაია წიქარიძეს. ჩემ ლამაზ გოგონას, ნიჭიერს და ყურადღებიანს. ასევე ექიმ გია მღებრიშვილს, ნანა მასურაშვილს - ფუტკრებივით ყველა პაციენტს თავს დასტრიალებდნენ.  ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, არ დავწერო გოგონაზე, მარგო პავლიაშვილზე, ის მედდაა. ჩემი ვერცხლისწყალივით მოლივლივე და ყოჩაღი, სიფრიფანა, სიცოცხლით და ხალისით გვავსებდა. დიდი მადლობა კიდევ მედდებს - შორენას და მეორე შორენას, ღამის მორიგე ექიმებს, ყველას დიდი მადლობა. მათ არ დაიშურეს ძალი და ღონე, ისინი ყველას ერთნაირი ყურადღებით მკურნალობდნენ. ამ ყველაფერს დანახვა და დაფასება უნდა, ისინი თავიანთ ჯანმრთელობას ჩვენს ჯანმრთელობაზე უკან აყენებდნენ. მადლობა ჩვენს ქვეყანას, რომ გვქონდა სამჯერადი კვება, სადაც შედიოდა ისეთი კერძები, რაც აუცილებელი იყო ჩვენთვის. შემოდიოდა ხილის ნატურალური წვენები. სულ უპატრონო პაციენტი რომ ყოფილიყო, არავინ დარჩებოდა მშიერი. შეიძლება ვინმემ იფიქროთ, რომ ამის დაწერა მე მათ მაიძულეს პოლიტიკური იარლიყიც მომაკრან, არა ხალხო, ვფიცავ იესო ქრისტეს დაღვრილ 6 ყველა წვეთად, მის გამძლეობის, მის მკვდრეთით აღდგომას და ვფიცავ იმ ჯვარს, რომელიც ჩვენთვის ზიდა გოლგოთის გზაზე, რაც დავწერე, ეს რეალობა მე გადამხდა, ჩვენ გადაგვხდა, ღმერთმა ყველა დაგიფაროთ, ხვალ არ ვიცით ვის რა მოუხდება, ამიტომ დავიჯეროთ სიმართლე და ნუ ვჭამთ ერთმანეთს ნუ გვშურს ერთმანეთის, გვწამდეს უფლის და ვიყოთ მართალი მის წინაშე, თორემ კიდევ გეტყვით - მკაცრია უფლის განაჩენი, მერე გვიან იქნება თითზე კბენანი, მე ხვალ მივდივარ ჩემს ოჯახში შვილებთან და შვილიშვილებთან გამოჯანმრთელებული დედა და ბებია, შეშინებულები რომ მელოდებოდნენ ჩემი ორი შვილი ორი ძვირფასი რძალი და 5 პატარა შვილიშვილი ახლა მათ სიხარულის ცრემლები უბრწყინავთ თვალებზე და იცოდეთ რომ ეს შედეგი აქ დაიდო გორში ,,გორმედის" ინფექციურ განყოფილებაში, მე ვარ პაციენტი მარიამ მამაგულაშვილი", - წერს გამოჯანმრთელებული პაციენტი „ფეისბუქ“ გვერდზე. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #შიდაქართლი #გორი #გორმედი #goridaily წყარო: qartli.ge