სვანეთში ხანძრის სამი კერა ლიკვიდირებულია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 კერიდან სამი ლიკვიდირებულია, ერთი კი, ლოკალიზებული. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი. მთის ფერდობზე მდებარე ტყის მასივში 5 ივლისს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული იყო 200 მეხანძრე-მაშველი, 10 ერთეული ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30715466.html #ახალი_ამბები #twitter