ნატო-ს გენერალური მდივანი- საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას
Tbilisi Daily
საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2020 წლის 27 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სტოლტენბერგმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით.
ამასთანავე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.
თავის მხრივ, მინისტრმა ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მეირ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ზომების შესახებ. საგარეო უწყების ცნობით, საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
#ნატო
#იენსსტოლტენბერგი
#დავითზალკალიანი
#კორონავირუსი
#მთავრობა
#tbilisidaily