ევროკავშირმა შესაძლოა, ანკარას სანქციები დაუწესოს
Tbilisi Daily
თუ თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში „პროვოკაციებსა და ზეწოლას“ განაგრძობს, ევროკავშირმა შესაძლოა, ანკარას სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტის პირველი დღის მიწურულს განაცხადა.
„ჩვენ პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობა გვსურს თურქეთთან და ეს ანკარის ინტერესშიცაა. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავეს, თუ პროვოკაციები და ზეწოლა შეწყდება. ამასთან, ჩვენ მოველით, რომ თურქეთი ამიერიდან თავს შეიკავებს ცალმხრივი ქმედებებისგან. ასეთი ქმედებების განახლების შემთხვევაში, ევროკავშირი გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.