ეს მთავრობა რომ დარჩეს პრობლემები კი არ გადაიჭრება უბრალოდ გაღრმავდება - ჭიაბერაშვილი

Pirveliradio Ge

გაუგონარი მგონია რომ ასეთი გაჭირვება "ქართულ ოცნებას" ბუმერანგივით არ შემოუტრიალდეს, ეს მთავრობა რომ დარჩეს პრობლემები კი არ გადაიჭრება უბრალოდ გაღრმავდება - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ საუბრისას გააკეთა. „ისინი არჩევნებს იგებენ არა მარტო 3 კილო კარტოფილით ან 5 კილო ხახვით, არამედ იმ მანქანით, რომელშიც ყოველწლიურად ასეულობით მილიონ ლარს ასხამენ. ეს არის ის ფული რაც აკლდება ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას და ცდილობენ რომ ამით გავიდნენ ფონს. ამ ეკონომიკური უგუნურობის უცნაურობა იმაშია, რომ ეს პარტაქტივი არ ეყოფა იმ უზარმაზარ ზარალს და ზიანს, რაშიც ქვეყანა ახლა არის. ამ ნაბიჯებით, თვითონ ქართული ოცნების აქტივიც სოფლებში და რეგიონებში, განსაკუთრებით ძალიან დაზარალდება, ამიტომ მე გაუგონარი მგონია რომ ასეთი გაჭირვება "ქართულ ოცნებას" ბუმერანგივით არ შემოუტრიალდეს. კიდევ ერთი რამ ყველა ადამიანმა ამ ქვეყანაში იცის, რომ ეს მთავრობა რომ დარჩეს პრობლემები კი არ გადაიჭრება უბრალოდ გაღრმავდება“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. http://pirveliradio.ge/?newsid=144623