"გავაკეთე არჩევანი საქართველოს ევროპული არჩევანის საკეთილდღეოდ.."

Batumi Daily

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - არჩილ ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მისი თქმით, მან ხმა მისცა ქართველი ხალხისა და ქალაქის წარმატებულ მომავალს. "გავაკეთე არჩევანი ჩვენი ერის, ქვეყნის, ქალაქის წარმატებული მომავლისთვის, საქართველოს ევროპული არჩევანის საკეთილდღეოდ. იმედს ვიტოვებ, რომ მშვიდ გარემოში ჩაივლის საარჩევნო პროცესები და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იზეიმებს საამაყო გამარჯვებას. უკვე ხვალიდან ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, გავაგრძელოთ შენება და დიდი გამოწვევების დასაძლევად მუშაობა" - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში