ზელენსკიმ სანქციები დაუწესა მიხალკოვს, კირკოროვს, სიმონიანსა და კიდევ 116 რუს საზოგადო მოღვაწეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 119 რუს საზოგადო მოღვაწეს სანქციები დაუწესდა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მხატვარი ევგენი პეტროსიანი, პოლიტოლოგი ალექსანდრე დუგინი, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს "რუსეთი დღეს" ხელმძღვანელები მარგარიტა სიმონიანი და დმიტრი კისელიოვი, ტელეწამყვანი ჟანა ბადოევა, მსახიობები დიმიტრი დიუჟევი, დიმიტრი ხარატიანი, მიხაილ გალუსტიანი, მომღერალი ლოლიტა მილავსკაია და ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი.
სანქციების ქვეშ იყვნენ ასევე მუსიკოსები სერგეი ლაზარევი, ალექსანდრე პანაიოტოვი, ლარისა დოლინა, ვალერი კიპელოვი, ირინა ალეგროვა, ფილიპ კირკოროვი, სტას პიეხა, მიხაილ შუფუტინსკი, ანიტა ცოი, სერგეი ბობუნეცი, ვასილი ვაკულენკო (ბასტა) და სხვები.
სანქციები ითვალისწინებს უკრაინაში მათი აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას, ქვეყნის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, ვიზების აღების აკრძალვას და სხვა ზომებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32214086.html
Source: radiotavisupleba.ge