ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემები წალენჯიხაში.

Zugdidi Daily

გუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამინდი გაუარესდა და ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 10-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა სიმინდის ყანებს, ძლიერმა წვიმამ დააზიანა შიდა საუბნო გზები. დაზარალებულ მოსახლეობასთან ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გილორდავა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია. ამ ეტაპზე მოსახლეობას დროებით გადასახური მასალა ურიგდება,მერიის შესაბამისი სამსახურები კი ადგილზე ეცნობიან ზარალის ოდენობას. #წალენჯიხა #სამეგრელო #გაუარესებულიამინდი #ძლიერიქარი #წვიმა #დაზიანებულისახლები #დაზარალებულები #მერი #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com