"ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელსაც დამცველი მოხსნილი აქვს და ხელის გაშვების შემთხვევაში ამოქმედდება
Pirveliradio Ge
ტვ პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძეს ზუგდიდიდან დაუკავშირდა მძევალი, რომელიც თავდამსხმელის ნებართვით ვიდეოზარით რეკავდა. მისი თქმით, თავმდასხმელს, ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელსაც თავი მოხსნილი აქვს და ხელის გაშვების შემთხვევაში ამოქმედდება.
"პირველი რაც არის მთავარია ადამიანი, არის შეიარაღებული კბილებამდე, ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელსაც დამცველი მოხსნილი აქვს და ხელის გაშვების შემთხვევაში ამოქმედდება, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარებით მცდელობა გამოიწვევს მსხვერპლს. ეს ადამიანი ითხოვს 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გასვლის გარანტიებს" – აცხადებს მძევალი.