9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება
Marneuli Daily
70 წლის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა ევროპული ინტეგრაციის იდეა გაახმოვანა ერთიანი ევროპის შესახებ, აღნიშული იდეის დეკლარირებამ ევროპის მომავალი შეცვალა.
2020 წლის ევროპის დღის სლოგანია - ,,ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს სოლიდარობის აუცილებლობას, განსაკუთრებით Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში.
ევროპის დღეები წელს ციფრული საინფორმაციო კამპანიით აღინიშნება. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად დაიწყო კამპანია "ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის".
დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ მოგვიტანა.
#EU4Georgia
#StrongerTogether
#europeday
#MarneuliDaily